GEORGIAN / ENGLISH
თბილისის არქიტექტურის ბიენალე

მხოლოდ შენობები არ კმარა


თბილისის არქიტექტურის ბიენალე აცხადებს კონკურსს ღია სივრცეში ინსტალაციის დადგმაზე ბიენალეს პირველი გამოშვებისთვის “მხოლოდ შენობები არ კმარა”.

2018 წელს თბილისის არქიტექტურული ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილია თბილისში, გლდანის ტერიტორიაზე სხვადასხვა შენობების და საჯარო სივრცეების ათვისება არქიტექტურულ და ურბანულ საკითხებზე დიალოგისთვის. ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილია სიმპოზიუმი, გამოფენა, ადგილობრივ მოსახლეობასთან და საერთაშორისო მასშტაბით მოღვაწე არქიტექტორებთან, ხელოვანებთან, მეცნიერებთან თანამშრომლობა, საჯარო სივრცეში ინტერვენცია.

ღია სივრცეში ინტერვენციისთვის კონკურსის წესით შეირჩევა 3 პროექტი, რომლებიც თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება.

გამარჯვებული პროექტის ავტორი მიიღებს მოთხოვნილ დაფინანსებას (8000 ლარის ფარგლებში) ინსტალაციის დამზადებისა და განთავსებისთვის. შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენისა და სამუშაოს დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ხელოვანი (ჯგუფი) დაჯილდოვდება 1500 ლარის ოდენობის ჰონორარით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018 წელს ფოკუსს აკეთებს თემაზე არაფორმალური არქიტექტურა - “მხოლოდ შენობები არ კმარა” (დაწვრილებით იხილეთ მიბმულ ფაილში “მხოლოდ შენობები არ კმარა”). საკონკურსო პროექტში მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ხელოვანის (ჯგუფის) იდეის კონცეპტუალური და მხატვრული გადაწყვეტა, პროექტის ჩამოყალიბებისას გათვალისიწინებული უნდა იყოს შემოთავაზებული მდებარეობები, კონტექსტი.

ბიენალეს საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად, საჯარო სივრცეში კონკურსის წესით ინსტალაციების შერჩევას და განხორციელებას კურირებს თანამედროვე ხელოვნების პლათფორმა ობსკურა.

პროექტი ხორციელდება შემოქმედებითი ევროპის მხარდაჭერით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის “მხოლოდ შენობები არ კმარა" შესახებ ჩამოტვირთეთ ჩვენი ვებგვერდიდან http://www.biennial.ge/ ან Dropbox-ის ბმულიდან:
https://www.dropbox.com/sh/ey3z73f1mgot4n0/AABSq0RMehdWnuIz94y2oWrFa?dl=0
(ბიენალეს კონცეფცია, კონკურსის პირობები, სააპლიკაციო ფორმა და ვიზუალური მასალა).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: პარასკევი, 24 აგვისტო, 2018, 24:00

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: e-mail: submit@biennial.ge ან ტელეფონის ნომერზე:
პროექტის კურატორები:
მარიამ ლორია +995 598 177198
მარიამ წიქარიძე +995 599 206494
გიგი შუკაკიძე +995 551 202200